საპატრიარქოსთან შევჯერდებით ისე, რომ არ დავარღვევთ კანონს არც ჩვენ და არც ეკლესია - შს მინისტრი

09 აპრილი 2020, 14:00 1369 ნახვა

"კომენდანტის საათს რაც შეეხება, თუ 6 საათზე არ გამოვლენ გარეთ, რასაც იძახდნენ, თუ შევიდნენ და აღარ გამოვიდნენ გარეთ, ეს დარღვევა იქნება თქვენი აზრით კანონის? - ჟურნალისტების კითხვას კითხვითვე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა. ჟურნალისტებს აინტერესებდათ, პანდემიის შეკავების გამო მიღებული მკაცრი რეჟიმის დარღვევისთვის, დაჯარიმდებოდა თუ არა მრევლი, რომლებიც აღდგომის დღესასწაულის აღსანიშნავად ღამით გამოვიდოდნენ ქუჩაში. 

"ხაზგასმით ვამბობ, ჩვენ შევთანხმდებით საპატრიარქოსთან, რომ თუ იქნება მასე, იქნება მასე, თუ შევთანხმდებით და დაარღვევენ კანონს დაჯარიმდებიან, არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება. დაჯარიმდებით თუ დაარ​ღვევთ კანონს, ესაა ჩემი პასუხი" - განაცხადა გომელაურმა. 

მინისტრი აცხადებს, რომ საპატრიარქოსთან ჯერ საბოლოო შეთანხმებამდე არ მისულან, თუმცა დარწმუნებულია, რომ აუცილებლად შეთანხმდებიან და იპოვიან გამოსავალს. 

"ეს თემა, რომ გითხრათ საპატრიარქოსთან ამ საკითხზე ბოლომდე შევჯერდით არ არის სწორი, მაგრამ აუცილებლად შევჯერდებით ისე, რომ არ დავარღვევთ კანონს არც ჩვენ და არც ეკლესია. საპატრიარქო კარგად გვეთანამშრომლება"- ამბობს შინაგან საქმეთა მინისტრი. 

დაჯარიმდება თუ არა მრევლი თუ ის დაარღვევს კანონს კომენდანტის საათის დროს?  ამ კითხვაზე  მინისტრი ამბობს, რომ ყველა დაჯარიმდება თუ დაარღვევს კანონს, თუმცა მისი თქმით მრევლი ყველაზე მეტად იცავს წესებს. მაგალითად ეკლესიაში, სადაც ისინი არ არღვევენ დისტანციას. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში