სოფელ გვარაში მედპუნქტი დაკეტეს, პერსონალს კი თვითიზოლაციაში დარჩენის გაფრთხილება მისცეს

08 აპრილი 2020, 16:09 521 ნახვა

სოფელ გვარაში მედპუნქტი ამ დროისთვის დაკეტილია. იქ მომუშავე ექთნებს კი ​ინფექციონისტებმა გაფრთხილება მისცეს, რომ თვითიზოლაციაში დარჩნენ. როგორც, გვარას მედპუნქტის ექთანი ტელეფონით გვიყვება, ეპიდემიოლოგების ჯგუფი მათთან ადგილზე მივიდა და გამოკითხეს. ასევე, მედპუნქტის დეზინფექცია ჩაატარეს.

სოფელ გვარას მედპერსონალმა, ათი დღის წინ, კოვიდ ინფიცირებულის დას გაუწიეს სამედიცინო მომსახურება. ახალგაზრდა ქალს იგივე ჩივილები ჰქონდა, როგორიც მის დას, რომელსაც კოვიდ 19 დაუდგინეს. ინფიცირებულის დამ, სოფლის მედდპუნქტის ექთნებს, ფაღარათით და დიარეის ნიშნებით მიაკითხა. ამ ეტაპზე მას კოვიდ 19 დადასტურებული არ აქვს. ინფექცია მის სხვა ოჯახის წევრებს დაუდასტურდათ.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი