საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 48-მდე გაიზარდა

08 აპრილი 2020, 12:32 1776 ნახვა

საქართველოში covid-19 კიდევ ორმა პაციენტმა დაამარცხა - ამის შესახებ ინფორმაცია  stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

8 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 208 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაცვლილია სამი პაციენტი. 

კარანტინის რეჟიმში 4682 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 375.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში