საქართველოში კოვიდ 19-ით დაავადებული 45 ადამიანი გამოჯანმრთელდა

07 აპრილი 2020, 18:06 2380 ნახვა

საქართველოში კორინავირუსისგან სულ 45 ადამიანი განიკურნა,  სულ საქართველოში კოვიდ ინფიცირების 195 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათგან გარდაიცვალა მხოლოდ 3, გამოჯანმრთელდა 45 პაციენტი. მათგან 35 თბილისის ინფექციურში - ამის შესახებ ბრიფინგზე თენგიზ ცერცვაძემ ისაუბრა.

"სიკვდილობის მცირე რიცხვი განაპირობა ჯანდაცვის სამინისტროს სწორმა პოლიტიკამ და საქართველოს კლინიკების მაღალმა პროფესიონალიზმმა და პერსონალის თავგანწირვამ. ჩვენ გამოვიყენეთ მკურნალობის მოწინავე მეთოდები, რომელიც შემდგომში აღიარებული იქნა ამერიკის და სხვა ქვეყნების მიერ. მაქსიმუმი კეთდება თითოეულ ავადმყოფზე, ის როგორც კი ხდება ავად, ხდება მისი სრული გამოკვლევა 24 საათის განმავლობაში,"-აცხადებს ინფექციონისტი

თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, რომ ავადმყოფების მცირე რაოდენობა, დროულად განხორციელებულმა ქმედებებმა განაპირობა.

"მცირე რაოდენობა ავადმყოფების რაოდენობა საქართველოში განაპირობა სახელმწიფო ვერტიკალის ძალიან გამართულმა, საათივით აწყობილმა მოქმედებამ. ყველა საპასუხო ღონისძიება ხორციელდებოდა დროულად, ადეკვატურად და ეფექტურად, რაც ევროპის ვერცერთმა სახელმწიფომ ვერ გააკეთა"

ამ ეტაპზე ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში - 4708, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ  კი 370 მოქალაქე რჩება.

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში