სოფლის მედდა - ​ბათუმში კოვიდ 19 ინფიცირებული ქალის დას, 10 დღის წინ იგივე სიმპტომები ჰქონდა 

07 აპრილი 2020, 16:49 12072 ნახვა

ქობულეთის, სოფელ გვარას სოფლის მედ პუნქტის ექთანი, აჭარის მაუწყებელთან აცხადებს, რომ დღეს ბათუმში დადასტურებული კოვიდ ინფიცირებული ქალის დას, 10 დღის წინ, იგივე სიმპტომები ჰქონდა და მას სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. 

ექთანი ნანა პაპუნაიშვილი გვიყვება, რომ ინფიცირებული ქალის დამ პუნქტს, ფაღარათისა და მუცლის ტკივილის ჩივილებით მიმართა. გადასხმა გაუკეთეს და ის მომჯობინდა, მას შემდეგ მათთვის აღარ მიუმართავს. დღეს კი გაიგეს, რომ აღნიშნული პაციენტის დასს, იგივე  ჩივილებით ბათუმში კოვიდ 19 დაუდგინდა. 

დადასტურებული კოვიდ ინფექციის მატარებელი ქალი, ბათუმში ცხოვრობს. რამდენიმე დღის წინ, ის სტუმრად, სოფელ გვარაში დასთან და დედასთან იმყოფებოდა. 

ინფიცირებული ქალის ოჯახის წევრები და ნათესავები თვითიზოლაციაში არიან გადაყვანილები. 

ეპიდემიოლოგების რამდენიმე ჯგუფი მუშაობს ადგილზე, მიმდინარეობს როგორც გარე, ისე შიდა კონტაქტების დადგენა. ანალიზები აღებულია და სავარაუდოდ გვიან ღამით გახდება ლაბორატორიული კვლევის პასუხები ცნობილი.

სწორედ ამ პასუხების შემდეგ დაიწყება კვლევა, ვისთან ჰქონდათ ამ ოჯახის წევრებს შემხებლობა. 

ეპიდემიოლოგი, ნინო გუგუშვილი გვეუბნება, რომ პირველადი დაკვირვებით, კლინიკური და ანამნეზური რაიმე სახის ჩივილები არ ვლინდება. ამ ეტაპზე, ოჯახის 5-წევრი დაკვირვების ქვეშ, თვითიზოლაციაში, სახლში იმყოფებიან.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში