მზე, ახალი ხილი, ვიტამინები იმუნიტეტს გააძლიერებს - ექიმები კორონავირუსსა და ზაფხულზე

06 აპრილი 2020, 15:51 6370 ნახვა

კვლევები არ არსებობს, თუმცა უკვე დიდი ხანია ინფექციონისტები საუბრობენ, რომ ტემპერატურის მატებასთან ერთად კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები შემცირდება. მათი თქმით, მზე, ახალი ხილი, ვიტამინები ორგანიზმზე დადებითად იმოქმედებს და იმუნიტეტს გააძლიერებს. 

covid-19 რესპირატორული ვირუსების ჯგუფს მიეკუთვნება. მსგავსი ტიპის ინფექციები კი ზაფხულში ფაქტობრივად ქრება. 

მისისიპის უნივერსიტეტის კლინიკური პროფესორი ზურაბ გურული ფიქრობს, რომ მაისის ბოლოს ვირუსის შემთხვევები ნაკლები იქნება, მსოფლიოს კარი ისევ გაიღება და ადამიანები მოგზაურობასაც შეძლებენ.  

"შესაძლებელია, ლოგიკური სპეკულაცია გამოვიყენოთ, ვინაიდან ეს კორონავირუსები მიეკუთვნებიან ე.წ რესპირატორული ვირუსების ოჯახს და ეს რესპირატორული ვირუსები გარკვეული ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო, რომელიც ჩვენ არ ვიცით, ზაფხულის ცხელ პერიოდში საერთოდ იკლებს, იმიტომ რომ შესაძლოა, თვითონ ვირუსიც სუსტდებოდეს. შეიძლება ამინდის ზეგავლენა იყო, ასევე ზამთარში ადამიანის იმუნური სისტემა ბევრად უფრო დასუსტებულია. ზაფხულში კი ვიტამინების დიდი რაოდენობით მიღება, კვების გაუმჯობესება, ახალი ხილი და ბოსტნეული, მზე, ეს ყველაფერი იწვევს ორგანიზმის გაძლიერებას. თორე ვირუსი არსად არ ქრება. 

ჩემი ოპტიმისტური განწყობაა ასეთია, მგონია რომ აპრილის ბოლოს და მაისის შუა რიცხვებში სიტუაცია კონტროლს დაექვემდებარება, ახალი შემთხვევები ნაკლები იქნება. მაისის ბოლოს კი შესაძლებელი იქნება მსოფლიომ კარები გააღოს, ურთიერთობის და მოგზაურობას აღდგენა დაიწყოს. 

ახლა რაც ხდება ერთგვარად ეს ფსიქოლოგიური დარტყმაა, შიშია. სამი თვის მერე ბევრი ინფორმაცია გვექნება, ვაქცინაციის პერიოდიც მოახლოვდება, მკურნალობის ახალი მეთოდებიც დაინერგება. ეს კი ფსიქოლოგიურ გარდატეხას გამოიწვევს და მერე რა თქმა უნდა სამოგზაუროდაც წავალთ'' - ამბობს ექიმი ზურაბ გურული. 

გა­მომ­დი­ნა­რე იქე­დან, რომ covid-19 ორი თვეა გაჩ­ნდა, დღეს მსოფ­ლიო მე­დი­ცი­ნამ ბო­ლომ­დე არ იცის ამ ვირუ­სის ბუ­ნე­ბა. მას იკ­ვლევს რო­გორც ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია, ასე­ვე და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ამე­რი­კუ­ლი ცენ­ტრი. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში