ბზობის შემდეგ ეპისკოპოსები პატრიარქთან შეხვედრას გეგმავენ

05 აპრილი 2020, 18:01 1868 ნახვა

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე სამების საკათედრო  ტაძარში საღვთო ლიტურგიას ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით 7 აპრილს ჩაატარებს. წირვა 10 საათზე დაიწყება. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. ხვალ კი, სამების საკათედრო ტაძარში ლოცვა 16:00 საათზე დაიწყება. 

რა ფორმით ჩატარდება საეკლესიო მსახურებები მომავალ რელიგიურ დღესასწაულებზე -ამ საკითხზე მსჯელობას სინოდი აპირებს. თუმცა თუ სინოდი ვერ შეიკრიბა  სასულიერო პირები ამბობენ, რომ გადაწყვეტილება  პატრიარქმა უნდა მიიღოს. ცნობილია ის, რომ ხარებისა და ბზობის დღესასწაულებზე მსახურება ტრადიციული ფორმით  ჩატარდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში