მე არავისზე ნაწყენი არ ვარ - ამირან გამყრელიძე სატელევიზო ეთერებში მონაწილეობაზე

04 აპრილი 2020, 13:30 1668 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ჟურნალისტებზე გაბრაზებული არაა, ეს მას არ ჩვევია. ამბობს, რომ სატელევიზიო ეთერებში ფართოდ არ ჩნდება, რადგან ვირუსის გავრცელების მომატებული რისკი აქვს. 

"ჩვენ ვართ მომატებული რისკის ადამიანები. მე ვფრთხილობ თქვენთან, რადგან მე ვარ მომატებული რისკის ადამიანი. ბევრი ხმა დადის, რატომ არ ჩნდება გამყრელიძე ეთერებში. მე არავისზე ნაწყენი არ ვარ მე არ მახასიათებს ეს მე არ ვჩნდები ფართოდ იმიტომ, რომ მაქვს მომატებული რისკი, რომ ყოველდღიურად შეხება მაქვს ძალიან ბევრ ადამიანთან", — თქვა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძე სატელევიზოო ეთერში ბოლოს ვახო სანაიას ეთერში იმყოფებოდა, სადაც სწრაფი ტესტების აუცილებლობაზე საუბრობდნენ. მოქალაქეების დიდ ნაწილს მიაჩნდა, რომ ჟურნალისტებს კითვხვა ასე მწვავედ არ უნდა დაესვა. 

მას შემდეგ, ამირან გამყრელიძე სატელევიზოო ეთერებშ არ გამოჩენილა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში