ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია მოსახლეობას დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებას ურჩევს

03 აპრილი 2020, 10:26 1511 ნახვა

ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია მოსახლეობას საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებას ურჩევს.

მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები ბათუმის ქუჩებში ავტომობილებით გადაადგილდებიან და მოსახლეობას  სახლში დარჩენისკენ ხმის გამაძლიერებლებით მოუწოდებენ.

პარალელურ რეჟიმში მოწმდება ავტომობილებში მგზავრთა გადაყვანის წესები და ქუჩაში მოქალაქეებს შორის დისტანცია. მერიის ინფორმაციით, საჭიროების შემთხვევაში ადგილზე ხდება საპატრულო ეკიპაჟის გამოძახება.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში