დღეში 18-20 ახალ პაციენტს თუ შევინარჩუნებთ, ეს არ იქნება ტრაგედია - მარინა ეზუგბაია

03 აპრილი 2020, 10:54 1396 ნახვა

დღეში 18-20 პაციენტს თუ შევინარჩუნებთ, ეს არ არის ტრაგედია, როდესაც საუბარია მეოთხეულ გადაცემაზე ეს მაჩვენებლები აბსოლუტურად ნორმალურია, – უთხრა ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა.  მარინა ეზუგბაიას თქმით, 115-დამ 148-მდე ინფიცირებულების რიცხვის ზრდა არ საგანგაშო არ არის.

''თუ ჩვენ ასე გავაგრძელებთ ზომიერი კონტროლირებადი ციფრებით, ალბათ შევძლებთ, რომ გადავლახოთ ეს დიდი პრობლემა, დიდი დანაკლისების გარეშე. თუ ასე შევინარჩუნებთ დღეში 18-20 პაციენტი რომ იყოს, ეს არ არის ტრაგედია, როდესაც საუბარია მეოთხეულ გადაცემაზე ეს მაჩვენებლები, ეს ციფრები აბსოლუტურად ნორმაში ეტევა და არ არის კატასტროფა.

საქართველოში ამ ეტაპზე სულ 148 შემთხვევაა დადასტურებული. დღე-ღამეში ახალი 18 შემთხვევა გამოდის. ამ შემთხვევიდან ორი ჩვენთანაა და კლინიკაში 40 პაციენტი მკურნალობს. დანარჩენები კოვიდის მიმღებ სხვა დაწესებულებაშია. 

ჩვენთან შემოსული ორი პაციენტი, აქ არსებული პაციენტების კონტაქტია. რაც შეეხება რუსთავს, რუსთავის კლასტერიდან ჯერ-ჯერობით ჩვენთან არავინ არ არის. 11 ახალი პაციენტიდან, 5 აქვს პნევმონია, მაგრამ ეს არ არის მძიმე. ახალ პაციენტებთან ანალიზებისა და მონაცემების შეჯამებით ისინი საშუალო სიმძიმის არიან.

ორი კრიტიკული პაციენტი გვყავს, მაგრამ სტაბილიზაციის შემთხვევები შეინიშნება. ვაკვირდებით, როგორ განვითარდება მოვლენები'' - აცხადებს მარინა ეზუგბაია. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში