შსს აცხადებს, რომ მოქალაქეებს პოლიციის სახელით სმს "უცხო პირები" უგზავნიან

03 აპრილი 2020, 10:54 1887 ნახვა

შინაგან საქმეთა საინისტრო, მის ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ მოქალაქეებს უწყების სახელით სმს მისდით, რომელსაც სამინისტრო არ აგზავნის.

"ბოლო პერიოდში, საქართველოს მობილური ოპერატორების ცალკეულ აბონენტებს ,,UCKEBA"-ს სახელით დაეგზავნათ მოკლე ტექსტური შეტყობინებები, შემდეგი შინაარსით: ,,თქვენ დაჯარიმდით კომენდანტის საათის დარღვევის გამო, ჯარიმის ოდენობა 3000 ლარი. R.M. police.ge".

ზემოაღნიშნული მოკლე ტექსტური შეტყობინებები არ არის გაგზავნილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ და არ შეესაბამება სიმართლეს. აღნიშნულ და სხვა ანალოგიურ ფაქტებზე მიმდინარეობს შესწავლა, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოჰყვება შესაბამისი რეაგირება" - წერია შსს განცხადებაში. 

რაც შეეხება ჯარიმებს, პოლიციამ ბოლო მონაცემებით 706 მეტი ფიზიკური და იურიდიული კომპანია დააჯარიმა, ჯარიმების საერთო მოცულობამ 2  მილიონს გადააჭარბა. ფიზიკური პირები დაჯარიმდნენ 3000 ლარით - ავტომობილში დადგენილი წესების დარღვევისთვის. საგანგებო რეჟიმის დროს, ავტტომობილში სამ პირზე მეტის ყოფნა აკრძალულია, ასევე, აკრძალულია მძროლის გვერდით ადგილის დაკავება. 

ფიზიკური პირებზე ჯარიმები ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის გაომოც დაიწერა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში