ვფიქრობთ, პრობლემა ამოიწურება და შევძლებთ არჩევნების ოქტომბერში ჩატარებას - ირაკლი კობახიძე

02 აპრილი 2020, 17:49 1559 ნახვა

საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, რომ ეპიდემია მალე დასრულდება, პარლამენტარები შეძლებენ კენჭი უყარონ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რათა არჩევნები დაგეგმილ დროს, ოქტომბერში ჩატარდეს.

"ჩვენ გვაქვს იმედი რომ მალე დასრულდება საგანგებო მდგომარეობის მოცემულობა. შესაბამისად ჩვენ გვექნება საშუალება ოპოზიციასთან ერთად კენჭი ვუყაროთ საკონსტიტუციო ცვლილებებს და ეს მოგვცემს იმის საშუალებას რომ სტანდარტულ ვადებში ჩავატაროთ საპარლამენტო არჩევნები. ეს ყველაფერი მთლიანობაში არ არის ჩვენზე დამოკიდებული არის ოპტიმიზმის საფუძველი რომ ყველაფერი შესაბამის დროში ჩაეტევა შესაბამისად ჩვენ შევძლებთ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას.

არჩევნების გადადება ჩვენზე არ არის დამოკიდებული. კონსტიტუციაში მითითებულია, რომ თუ გაგრძელდა საგანგებო მდგომარეობა. არჩევნები ტარდება საგანგებო მდგომარეობის დასრულებიდან არაუმეტეს 45 და არაუგვიანეს 60 დღისა. თუ ასეთი რამ მოხდა, რაც არის თეორიული ვერსია, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ პრობლემა ადრე ამოიწურება და შევძლებთ არჩევნების სტანდარტულ ვადაში, ოქტომბერში ჩატარებას", - ამბობს ირაკლი კობახიძე. 

8 მარტს ოპოზიცია და მმართველი გუნდი საპარლამენტო არჩევნების 120/30-ზე სისტემით ჩატარებაზე შეთანხმდნენ.  2020 წლის არჩევნებში პროპორციული სიით 120 დეპუტატი აირჩევა, მაჟორიტარულით კი - 30.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში