ოკუპანტების მიერ წამებით მოკლული არჩილ ტატუნაშვილი დღეს 37 წლის გახდებოდა

02 აპრილი 2020, 11:52 1586 ნახვა

ოკუპირებულ ცხინვალში მოკლულ არჩილ ტატუნაშვილს დღეს 37 წელი შეუსრულდებოდა.ყოფილი ქართველი სამხედროს ხსოვნისთვის პატივის მისაგებად მის საფლავზე, მუხათგვერდში  სახელმწიფო მინისტრი მივიდა. 

2018 წელს არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორში, 22 თებერვალს უკანონოდ დააკავა. 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი მოკლეს. 

„დღეს არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა, ის 37 წლის გახდებოდა, გვახსოვს და მუდამ გვემახსოვრება“-ქეთევან ციხელაშვილმა.

ორი წლის შემდეგ, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელები, დამნაშავეები არიან დაუსჯელნი, მიუხედავად იმისა, რომ ქართულ სამართლებრივ სივრცეში ისინი გასამართლებულები არიან. 

„გვახსოვს და მუდამ გვემახსოვრება მისი თავგანწირვის და მისი გმირობის ამბავი. მისი სიცოცხლე, ყველაზე ძვირფასი რაც ადამიანს გააჩნია, მან დათმო ფაქტობრივად სამშობლოსთვის ბრძოლაში და ღირსებისთვის ბრძოლაში. ოკუპირებულ ცხინვალში ეს ახალგაზრდა კაცი სასტიკი წამებით რეჟიმმა ფაქტობრივად მოკლა და დღემდე მისი მკვლელები, დამნაშავეები არიან დაუსჯელნი. ეს არის კიდევ ერთი ძალიან სასტიკი და ტრაგიკული მაგალითიც და შეხსენებაც იმისა, თუ რასთან გვაქვს საქმე.

არ არსებობს ადამიანის სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე უფრო მაღალი ღირებულება. დაუშვებელია ის, რომ ადამიანები იყვნენ ტყვეობაში რეჟიმის მაშინ, როდესაც სიცოცხლესა და ჯანმრთელობა ემუქრება საფრთხე" - განაცხადა მინისტრმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში