ბათუმიდან გადმოყვანილი 10 წლის ბავშვის მდგომარეობა მძიმე არ არის - მარინა ეზუგბაია 

02 აპრილი 2020, 10:41 2932 ნახვა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის განცხადებით, ბათუმიდან გადაყვანილი 10 წლის ბავშვის მდგომარეობა მძიმე არ არის. მარინა ეზუგბაიას განმარტებით, კორონავირუსისათვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები უკვე დაეწყო მის თანმხლებ პირსაც. 

როგორც ვიცით ბავშვი ბათუმის საკარანტინო სივრცეში ბებიასთან ერთად იმყოფებოდა და მათ საფრანგეთში მოგზაურობის ისტორია აქვთ. 

''ოთხი პაციენტი დაგვემატა ბათუმიდან გადმოყვანილი ბავშვი და მისი მშობელი. ბავშვი კორონავირუსი დადასტურებული აქვს, მშობელს არ ჰქონდა, თუმცა კლინიკური ნიშნები მასაც დაეწყო და სავარაუდოდ დაუდასტურდება. დღეს-დღეობით მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის მძიმე, გაფართოებული კვლევები მათ დღეს ჩაუტარდებათ. 

კვლევებით მიღებული პასუხების შედეგად შეფასდება მათი ზოგადი მდგომარეობა, რომელსაც მოგახსენებთ დინამიკაში. ერთის წყარო სომხეთიდანაა, ორის საფრანგეთიდან, მეოთხეს წყარო ჯერ-ჯერობით იდენტიფიცირებული არ არის, თუმცა იკვეთება, რომ ისიც იმპორტირებულია'' - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. 

ბავშვს კორონავირუსი გუშინ ბათუმის კლინიკაში დაუდასტურდა. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, 10 წლის ბავშვის მშობლები თბილისში ცხოვრობენ, სწორედ ამიტომ მიიღეს პაციენტის დედაქალაქში გადაყვანის გადაწყვეტილება.  

"5 მოქალაქეს ავუღეთ ანალიზი, აქედან 4-ის პასუხი უარყოფითია, გვაქვს მხოლოდ ერთი დადასტურებული შემთხვევა. ბავშვი, რომლის მოგზაურობის ისტორიაც უკავშირდება ევროპას - კონკრეტულად საფრანგეთს. ის იმყოფებოდა საკარანტინო ზონაში ბებიასთან ერთად. მიღებული გადაწყვეტილებით, ვითვალისწინებთ ოჯახის თხოვნას და ის გადადის თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, " - განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძე.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში