სპეციალური ღონისძიებები გვექნება იმ პირთა დასახმრებლად ვინც სამსახური დაკარგა - პრემიერი

01 აპრილი 2020, 12:58 2019 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი განმარტებით მოხდება იმ პირთა იდენტიფიცირება, ვინც სამუშაო დაკარგა და შემუშავდება სპეციალური ღონისძიებები მათ დასახმარებლად.

განცხადება ღნიშნულის თაობაზე გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გააკეთა.

„გვესმის, რომ ეს არ იქნება საკმარისი. რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ჩვენ უნდა მოვახდინოთ თითოეული მოქალაქის იდენტიფიცირება, რომელმაც დაკარგა სამსახური და ამის შემდგომ ჩვენ გვექნება სპეციალური ღონისძიებები მათი პირდაპირი დახმარებისთვის, – განაცხადა გიორგი გახარიამ.


 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში