თურქულისა და ჯილეხის საწინააღმდეგოდ პირუტყვის ვაქცინაცია მიმდინარეობს

01 აპრილი 2020, 11:50 1150 ნახვა

ცხოველთა დაავადებების გავრცელების თავიდან აცილებისა და ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის შენარჩუნების მიზნით სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები დაავადებების - თურქულისა და ჯილეხის საწინააღმდეგოდ მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის პროფილაქტიკურ ვაქცინაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის, საკარანტინო ზონებშიც ატარებენ. მიმდინარეობს ასევე სხვადასხვა დაავადების სერომონიტორინგი (სისხლის ნიმუშების კვლევა) და დიაგნოსტიკა. უწყებაში ამბობენ, რომ სამუშაოები ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის შემუშავებული რეკომენდაციებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით ტარდება.

სააგენტო მოუწოდებს ფერმერებს, ითანამშრომლონ ვეტერინარებთან და ხელი შეუწყონ ვეტერინარული მანიპულაციების დროულად და შეუფერხებლად განხორციელებას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში