ბათუმი, COVID 19 - კომენდანტის საათი

31 მარტი 2020, 21:46 5624 ნახვა

ბათუმი, მემედ აბაშიძის გამზირი. 21:00 ე.წ კომენდანტის საათი დაიწყო. 

საგანგებო რეჟიმი მთავრობამკოვიდ 19-ის გავრცელების პრევენციისთვის გადაწყვიტა. 

აღმაშენებლის ქუჩა, წრიული

ჭავჭავაძის ქუჩა

ბესიკისა და 26 მაისის კვეთა

ბათუმის ცენტრალური პარკის შესასვლელი

 

რეჟიმი ღამის 9 საათიდან დილის 6 საათამდე ქუჩაში გასვლას  კრძალავს. გადაწყვეტილება მთავრობამ გუშინ მიიღო:  იკრძალება როგორც ქვეითად, ისე  სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება დილის 06:00 საათამდე. 

ამ რეჟიმის დროს, ღამის საათებში გადაადგილება შეუძლიათ მხოლოდ სატვირთო ავტომობილებს, ასევე თავდაცვის სამინისტროს ავტოომობილებს, პოლიციის, სამედიცინო პერსონალის, მედიისა და ზოგიერთი  ჩინოვნიკის კუთვნილ მანქანებს.  

"გთხოვთ დაიცვათ ეს რეჟიმი, დაუმორჩილებლობის შემთხვევებში კი არის ჯარიმები - ფიზიკურ პირებზე 3000 .ლარი, ხოლო იურიდიული პირებისთვის 15 ათასი ლარი" - განაცხადა  ირაკლი ჩიქოვანმა. 

განსაკუთრებული რეჟიმის  აღსრულებას ბათუმსა და კიდევ 6 ქალაქში სამხედრო პირები და პოლიცია აკონტროლებს. 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში