იცავს თუ არა აცრები კორონავირუსისგან ადამიანს? - პაატა იმნაძის განმარტება

31 მარტი 2020, 13:28 2552 ნახვა

ბოლო დღეების განმავლობაში, მოქალაქეები აქტიურად განიხილავენ ჰიპოთეზას, რომელიც საერთაშორისო პრესაშიც გამოქვეყნდა -  წითელა, წუთურა, ყბაყურასა და ბცჟ აცრები ადამიანებს კორონავირუსისგან იცავს. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე ამბობს, რომ ეს მეცნიერულად არ არის დადასტურებული და მხოლოდ ჰიპოთეზაა, თუმცა ბედნიერი იქნება რომ დადასტურდეს. 

​"ძალიან ბედნიერები ვიქნებით ასე რომ იყოს, როგორც იცით, პირველად გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კორონა ვირუსი ნაკლებად ემართებათ ან ადვილად გადააქვთ პირებს, რომლებსაც წითურას, წითელასა და ყბაყურას აცრები აქვს გაკეთებული. 

ეს არ არის მეცნიერულად დადასტურებული ფაქტი, თუმცა ძალიან ბედნიერი ვიქნებით ასე რომ აღმოჩნდეს. საქართველოში პრაქტიკულად ყველა ბცჟ ვაქცინა აქვს გაკეთებული, არა მხოლოდ ახალგაზრდებს, არამედ ყველა ასაკის ადამიანს. რაც შეეხება წითელა, წითურასა და ყბაყურას, ახალგაზრდები თითქმის სრულად მოცულები არიან ამ აცრით. 

თუ ეს ჰიპოთეზები მართალია, მაშინ ჩვენ გაცილებით დაცულები ვიქნებით, ვიდრე სხვა ქვეყნებში, თუმცა დაცულები ეს მეცნიერულად დადასტურებული არ არის" - განაცხადა პაატა იმნაძემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში