ოქროს სტანდარტის ტესტების დეფიციტის რისკს არ ველოდებით

31 მარტი 2020, 13:05 1368 ნახვა

საქართველოში კოვიდ ინფიცირებულების დადასტურებული შემთხვევები 110-მდე გაიზარდა. 2200 ადამიანი გაიტესტა PCR მეთოდით. ხელისუფლების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გავრცელების ეტაპზე ვართ გადასული და ინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო სამ დღეში გაიზარდა. 

კორონავირუსის დიაგნოსტიკა ლაბორატორიებში, ე.წ. ოქროს სტანდარტის ტესტებით მიმდინარეობს, ლუგურისა და კიდევ რამდენიმე ლაბორატორიაში. სწრაფი ტესტები ამ ეტაპზე ქვეყანაშ შემოსული არ არის. სწრაფი ტესტების შემოტანაზე 4 კომპანიას მიეცა ნებართვა, შემოიტანოს ქვეყანაში ეს ტესტები. 

ჟურნალისტების კითხვაზე, ხომ არ არის მოსალოდნელი ქვეყანაში ე.წ. ოქროს სტანდარტის PCR ტესტების დეფიციტი? ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ ამ ტიპის საფრთხის წინაშე ქვეყანა არ დგას, რადგან მარაგები საკმარისია და კიდევ ელოდებიან ტესტებს.  

"PCR ტესტების დეფიციტის რისკს პრაქტიკულად ვერ ვხედავთ, ჩვენი შეფასებებისა და პროგნოზების მიხედვით, რაც ჩვენ გვაქვს მარაგები საკმარისია. ამასთან კიდევ ველოდებით. მარაგების შევსებაზე  ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრი მუშაობს"- განაცხადა მინისტრის მოადგილემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში