ოჯახი სოციალურად დაუცველის სტატუსის მინიჭებას ითხოვს

30 მარტი 2020, 20:20 531 ნახვა

უკიდურესად გაჭირვებული ხასიების 4 სულიანი ოჯახი დახმარებას ითხოვს. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი პენსიაა, რომელსაც იპოთეკურ სესხში იხდიან. ოჯახის წევრებს ჯანმრთელობის პრობლემებიც აქვთ, თუმცა უსახსრობის გამო სამედიცინო ცნობის მიღებაც ვერ მოახერხეს. ისინი სოციალურ დახმარებას უფასო სასადილოდან საკვების მიღების მიზნითაც ითხოვენ. ამბობენ, რომ სოციალურად დაუცველის სტატუსი 4 წლის წინ მოეხსნა და ბოლოს მაღალი ქულები მხოლოდ იმიტომ მიიღეს, რომ ოჯახის სახელზე არსებული იპოთეკური სესხით გაცემული ბინაში მცხოვრები ოჯახი კომუნალურ გადასახადებს იხდის.

სოციალურ სააგენტოში ამბობენ, რომ ოჯახი, რომელმაც სოციალური სტატუსის მისაღებად საჭირო ქულები ვერ მიიღო პროგრამაში ვერ ჩაერთვება. სოციალური სტატუსის არქონის გამო ოჯახი ვერც მერიის პროგრამებით სარგებლობს. ბათუმის მერის ლაშა კომახიძის ინიციატივით კომპანიების ჩართულობით კამპანია დაიწყო, ისინი გაჭირვებულ ოჯახებს სურსათს ურიგებენ, პრესსამსახურის ინფორმაციით ხასიების ოჯახს მაუწყებლის შეტყობინების საფუძველზე  საკვებს მიუტანენ.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი