საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათი

30 მარტი 2020, 19:51 2043 ნახვა

ხვალ დილის რვა საათიდან ქვეყნაში საყოველთაო კარანტინი ცხადდება. დაწესდა კომენდანტის საათიც, რომელიც 21  საათიდან დილის 6-მდე გაგრძელდება. როგორც პრემიერმა განაცხადა, სრულიად იკრძალება მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა, ავტობუსები და მეტრო მუშაობას წყვეტს. დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილით მათ შორის ტაქსით მოძრაობა, თუმცა მარტო იმ შემთხვევაში თუ დაცული იქნება რეკომენდაციები, როცა მანქანაში უნდა იყოს მხოლოდ სამი ან ნაკლები პირი.

 იკრძალება ნებისმიერი სახის შეკრება, სადაც იქნება სამზე მეტი პირი.  აიკრძალა 70 ზევით ასაკის მოქალაქეების სახლიდან გასვლა, გარდა იმ შემთხვევებისა თუ ისინი მიდიან უახლოეს აფთიაქში, მაღაზიაში ან სამედიცინო დაწესებულებაში.  იმ სამსახურებს, რომლებიც სპეციფიკიდან გამომდინარე 21 საათის მერეც მუშაობენ, თანამშრომელბისთვის ექნებათ სპეციალური საშვები.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში