ლარი 20 თეთრით გამყარდა - ერთი დოლარის ფასი 3 ლარი და 28 თეთრია

27 მარტი 2020, 20:05 2370 ნახვა

ლარი 20 თეთრით გამყარდა. ახალი კურსის მიხედვით, ერთი დოლარის ფასი 3 ლარი და 28 თეთრია,  გუშინ დოლარი 3 ლარი და 48 თეთრი ღირდა. მკვეთრი გაუფასურების შემდეგ, ლართან მიმართებაში 19 თეთრით გამყარდა ევროც, მისი ოფიციალური კურსი 3 ლარი და 62 თეთრია. ეროვნული ვალუტის გაუფასურება მარტის პირველ ნახევარში დაიწყო და მას შემდეგ თითქმის 70 თეთრით დაეცა. ამ პერიოდში ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე რეზერვებიდან 100 მილიონი დოლარი გაიტანა.    

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში