აჭარის მაუწყებლის დირექტორის უარი თანამშრომელთა ნაწილთან მედიაციაზე

27 მარტი 2020, 18:22 1668 ნახვა

აჭარის მაუწყებლის დირექტორის უარი თანამშრომელთა ნაწილთან მედიაციის პროცესზე. გიორგი კოხრეიძემ ალტერნატიულ პროფკავშირებს წერილობით აცნობა, რომ მათი მოთხოვნები  უსაფუძვლოა და მედიაციის პროცესი უნდა შეწყდეს. გადაწყვეტილებას არ ეთანხმება ალტერნატიული პროფკავშირების თავმჯდომარე, რომელიც მიიჩნევს, რომ წერილში მოყვანილი არგუმენტები აბსურდულია.

გაერთიანება, რომელიც მაუწყებლის 90-მდე თანამშრომლის ინტერესებს იცავს, იურისტებთან კონსულტაციების გავლას გეგმავს.   „ადამიანის უფლებებისა და მონიტორინგის ცენტრი“ მოუწოდებს შრომის მინისტრს არ დააკმაყოფილოს მაუწყებლის დირექტორის  მოთხოვნა მედიაციის შეწყვეტის შესახებ.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში