9 დღის ბავშვს მარნეულიდან კოვიდ 19-ზე ტესტი ჩაუტარდა

25 მარტი 2020, 13:14 2070 ნახვა

გუშინ, 24 მარტს, მარნეულიდან 9 დღის ახალშობილი გადმოიყვანეს, როგორც საეჭვო შემთხვევა - ამის შესახებ ჟურნალისტებს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა განუცხადა. ლევან რატიანის ინფორმაციით,  ახალშობილს სუნთქვის უკმარისობა და მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი ჰქონდა. ამ ეტაპზე ახალშობილის მდგომარეობა სტაბილურია. ლუგარის ლაბორატორიაში კოვიდ 19-ზე ანალიზისთვის ნაცხი გაიგზავნა. 

რაც შეეხება დანარჩენი 12 პაცინტის მდგომარეობას, ლევან რატიანის ინფორმაციით, კვლევების თანახმად უარყოფითი დინამიკის გარეშეა. „თუ არ ჩავთვლით 80 წლის ქალს, რომელსაც აქვს სუნთქვის უკმარისობა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან ადის რეანიმაცის განყოფილებაში“, - აღნიშნა რატიანმა.


ჩვილი ბავშვის ინფიცირების შემთხვევა უანში დაფიქსირდა. როგორც გაირკვა,  კოვიდ ინფიცირებული ახალშობილის დედა იყო. უხანის პროვინციაში დაბადებულ ბავშვს კორონავირუსი დაბადებიდან 30 საათის შემდეგ დაუდგინდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში