აჭარის მაუწყებლის დირექტორს ჟურნალისტი დახურულ ბიუროში გადაჰყავს

24 მარტი 2020, 12:04 1812 ნახვა

საზოგადოებრივ მაუწყებელში დევნა გრძელდება,  იმ დროს როცა მთელი ქვეყანა და მსოფლიო ებრძვის კორონავირუსს და ეს არის ნომერ პირველი გამოწვევა, რას აკეთებს მაუწყებლის დირექტორი? ცდილობს ჩამოაშოროს აქტიურ სამუშაოს ამ მნიშვნელოვან პერიდოში წამყვანი ჟურნალისტი, თეონა ხარაბაძე აქტიურად მუშაობს წლებია პოლიტიკურ თემებზე,  გიორგი კოხრეიძემ კი გადაწყვიტა მისი ბათუმიდან ქუთაისის ბიუროში, გადაყვანა, თეონა ქუთაისში მუშაობდა მხოლოდ იმ პერიოდში, როცა იქ მუშაობდა პარლამენტი, თუმცა როგორ წარმოგიდგენიათ დღეს რა საჭიროება  დგას ქუთაისში იმუშაოს ასეთმა ჟურნალისტმა თან ოპერატორის გარეშე, როგორც გიორგი კოხრეიძემ თქვა ვებ გვერდისთვის, ამ დროს ვებ გვერ სოფო  ჟღენტი ამბობს, რომ ვებს ამის საჭიროება არ აქვს.  

დირექტორის ტაქტიკას ალბათ მიხვდით, გადაყავს კადრები აბსოლუტურად არასაჭირო ადგილას რათა თქვას, რომ სამსახურიდან არავის უშვებს, გაშვებით,  ყველაზე მკაცრი თეონა ბაკურიძის მიმართ იყო, გაფრთხილების და საყვედურის გარეშე ჩამოაშორეს საქმიანობას.  ამ ყველაფერში ვფიქრობ თქვენი, მაუწყებლის წვლილიც არის, ჩვენ ყველაზე მეტად გვჭირდებოდა თქვენი მხარდაჭერა, თუმცა  განცხადებების მიღმა, რთული აღმოჩნდა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა.  დროში ყველაფერი შეიცვლება თუმცა ახლა ამ პერიოდში, როცა არჩევნებამდე რამდენიმე თვე რჩება,  ეს ცვლილებები ყველაზე მეტად თქვენ დაგაზარალებთ.

გაურკვეველი ვადით გააჩერეს  გადაცემა ჰეშთეგი, ჩემი მხარდაჭერა ძალიან მაგარ კოლეგებს, ადამიანებს რომლესაც აქვთ დისტანციური მუშაობის გამოცდილება, მუშაობის საშუალებას დირექტორი არ აძლევს,  რამდენიმე დღის წინაც გითხარით წინ კიდევ ბევრი პარასკევია, ახლა ორშაბათიც დაემატა, ცვლილებებს შეიძლება ველოდოთ ნებისმიერ დღეს, ასე რომ მთავარი კითხვა ისევ ეს არის ვინ იქნება შემდეგი?

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში