თბილისის ინფექციურში 4 პაციენტის მდგომარეობა მძიმდება - მარინა ეზუგბაია

23 მარტი 2020, 11:01 1660 ნახვა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით დაავადებული 4 პაციენტი სმდგომარეობა დამძიმდა. როგორც ინფექციონისტი ამბობს, მათ თანმდევი ქრონიკული დაავადებები აქვთ. 

საქართველოში, 22 მარტის მონაცემებით,  სულ კოვიდ 19 ინფიცირებული 54 პაციენტია, აქედან 5 გამოჯანმრთელდა. 49 პაციენტიდან 4 მდგომარეობა კი მძიმეა. 

რაც შეეხება ბათუმს აქ დადასტურებული 3 ფაქტია,  ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული 5 პირიდან კი ვირუსი არც ერთს  დაუდასტურდა. აქ კარანტინში 1000 მდე მოქალაქეა მოთავსებულია, 6 პირის ანალიზის პასუხებს კი ელოდებიან.

 

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში