ყაზბეგის საბაჟო გამშვები პუნქტი გახსნილია

22 მარტი 2020, 12:01 1833 ნახვა

ყაზბეგის საბაჟო - გამშვები პუნქტი გახსნილია და პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქციით დატვირთული ავტომობილები ქვეყანაში უპრობლემოდ შემოდის. ვითარებას ადგილზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ნინო თანდილაშვილი და საბაჟო დეპარტამენტის უფროსი მამუკა ჯანგულაშვილი გაეცნენ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს აქტიური მუშაობის შედეგად, მოხდა ზვავების ხელოვნური ჩამოშლა და ჩატარდა გზის გაწმენდითი სამუშაოები. ყაზბეგის საბაჟო გამშვები პუნქტი 24- საათიან რეჟიმში მუშაობს და დღე-ღამეში 450-500 სატვირთო მანქანას შეუფერხებლად ატარებს. პრემიერის გადაწყვეტილებით, სასურსათო მარაგების მართვაზე, ლოგისტიკასა და ტრანსპორტირებაზე ზედამხედველობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს დაევალა. სამინისტრო არსებული მიმართულებებით 24 საათიან რეჟიმში მუშაობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში