მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს ერთი თვით შემოიღოს საგანგებო მდგომარეობა - გიორგი გახარია

21 მარტი 2020, 14:14 2187 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ინფიცირებულთა და საკარანტინე ზონაში მყოფთა რაოდენობა იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ისინი გადადიან ვირუსის შიდა გავრცელების ეტაპზე.

"იმ რაოდენობის ინფირიცრებულები, რომლებიც ჩვენ უკვე გვყავს და განსაკუთრებით მინდა ავღნიშნო იმ რაოდენობის ადამიანები, რომლებიც ჩვენ გვყავს საკარანტინე ზონებში აშკარა ფაქტია იმის, რომ ჩვენ გადავდივართ ვირუსის გავრცელების შემდგომ ეტაპზე ეს გახლავთ შიდა გავრცელების ეტაპი, რომელიც მოითხოვს განსაკუთრებულ ზომებს როგორც მთავრობის მხრიდან, ისე ბიზნესისა და საზოგადოების მხრიდან. ჩვენი ძირითადი ამოცანა უნდა იყოს ვირუსის მასობრივი გავრცელების შეფერხება.

და ვირუსის გავრცელების სისწრაფის შეფერხება. ეს აძლევს ჩვენს ჯანდაცვის სისტემას საშუალებას უფრო მომზადებული დახვდეს და ხარისხიანად უმკურნალოს პაციენტებს. სწორედ ამ მიზნით მისაღწევად საქართველოს მთავრობა და მე მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს შემოიღოს საგანგებო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მაშტაბით ერთი თვით 2020წლის 21 აპრილამდე"-განაცხადა პრემიერმა.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში