საქართველოში კორონავირუსის კიდევ 3 შემთხვევა გამოვლინდა

21 მარტი 2020, 10:41 2289 ნახვა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა  47-მდე გაიზარდა. სამი ახალი შემთხვევიდან ერთი ესპანეთს უკავშირდება  - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.  ინფექციურ კლინიკაშია მოთავსებული ერთი პაციენტი. დანარჩენი ორის შესახებ კი, მისთვის ინფორმაცია ცნობილი არ არის. 

თბილისის ინფექციურ კლინიკაში 21 ტესტი გუშინ ჩატარდა და ერთზე ტესტმა  დადებითი პასუხი, დანარჩენების შემთხვევაში  კი  უარყოფითი შედეგია. ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ მოთავსებულ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა - ეს რეგიონში კოვიდ 19-ის მეორე დადასტურებული შემთხვევაა.

აღნიშნული პირი ბოქსირებულ განყოფილებაში გუშინ კარანტინიდან გადაიყვანეს. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მოქალაქე საქართველოში რამდენიმე დღის წინ სარფის საბაჟოს გავლით შემოვიდა.ის ბოლო პერიოდში საფრანგეთში იმყოფებოდა. ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 1966 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი,  259 პირია.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში