კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო შეცვლილი ლოცვის წესები

20 მარტი 2020, 19:26 1518 ნახვა

მეჩეთებში პარასკევისა და ყოველდღიური კოლექტიური ლოცვები აღარ ჩატარდება.  სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს გადაწვეტილებით, ვინაიდან ახალი კორონა ვირუსის გავრცელება ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს სერიოზული საფრთხის წინაშე აყენებს, ლოცვების კოლექტიური შესრულების ვალდებულება დროებით მოიხსნა. პარასკევის ლოცვის ნაცვლად,  მორწმუნეებმა საკუთარ სახლებში  უნდა შეასრულონ შუადღის ლოცვა.  რაც შეეხება კათოლიკურ ეკლესიას., ბათუმის სულიწმინდის  სახელობის ტაძარი ღიაა, ასევე  კვირის 17:00 საათიანი ლოცვაც ჩატარდება.

კათოლიკური ეკლესიის  კატეხისტის, ნანა გეგენავას განცხადებით, საჭიროებიდან გამომდინარე ტაძრის დაკეტვასთან დაკვაშირებით გადაწვეტილებას მამა  გაბრიელე ბრაგატინი მიიღებს, მას ბათუმში კვირას ელოდებიან. ცნობისთვის,   საქართველოს კათოლიკურმა ეკლესიამ  ზიარების წესი შეცვალა. კორონავირუსის საფრთხეებიდან გამომდინარე  დაიკეტა სინაგოგა. სარემონტო სამუშაოების გამო კი სომხური ეკლესია.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში