ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ 4 ახალი პაციენტია შეყვანილი

19 მარტი 2020, 15:16 1295 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის კიდევ  2 დადასტურებული შემთხვევა  გამოვლინდა. ჯამში  დაფიქსირებულია  40  შემთხვევა. ერთი ადამიანი  უკვე გამოჯანმრთელდა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის მქონე 39 პირიდან 12-ს პნევმონია აქვს, განსაკუთრებით საყურადღებოა 3 ადამიანის მდგომარეობა, მათ შორის 2 ხანდაზმულია.

რაც შეეხება  აჭარას, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში   კიდევ 4 ახალი პაციენტია  შეყვანილი , რომელთა ანალიზის პასუხები დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.  ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა კი  დამაკმაყოფილებელია და მას გართულებები არ აღენიშნება.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში