სამშენებლო ობიქტების დახურვის რეკომენდაცია მთავრობისგან არ მიგვიღია - ბათუმში სამშენებლო ობიექტები ისევ მუშაობენ 

19 მარტი 2020, 13:12 3336 ნახვა

კორონავირუსის გავრცელების შეჩერების პრევენციისთვის, მთავრობის რეკომენდაციით იმ ობიექტების მუშაობა უნდა შეჩერდეს, სადაც თავშეყრის ადგილებია.  ბათუმში, მეტრო სიტი ლენჯერს სამშენებლო სამუშაოები არ შეუჩერებია, მიუხედავად  იმისა, რომ ობიექტზე საშუალოდ 300-დამ 400-მდე ადამიანი მუშაობს და ისინი ერთ სივრცეში სადილობენ.  ამის შესახებ მაუწყებელს ინფორმაცია ობიექტთან მცხოვრებლებმა და უშუალოდ იქ დასაქმებულებმა მიაწოდეს.

"გამარჯობათ. მინდა გაცნობოთ რომ ბათუმში ეუფორია სასტუმროს გვერდით მშენებარე "მეტრო სითი ლენჯერის" ობიექტში ყოველ დღიურად 12:00 სთ დან 13:00 საათამდე 400 ადამიანი ერთდროულად ჭამს საჭმელს. გთხოვთ გააშუქოთ ეს მდგომარეობა, ვიხდი მოქალაქეობრივ ვალდებულებას. გთხოვთ ჩემი იდენტიფიცირება არ მოხდეს... მადლობა წინასწარ - ამ შინაარსის წერილი, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს რამდენიმე ადამიანისგან მიუვიდა. 

წერილებს გვწერენ ასევე ის ადამიანებიც, რომლებიც იქ მუშაობენ. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი „მეტრო სიტის“ დირექტორს, რაულ კახიძეს დაუკავშირდა. იგი ამბობს, რომ მთავრობის რეკომენდაციებს ასრულებს და დახურა ეუფორიის მოლი, სასტუმრო, თუმცა  რეკომენდაციები არ მიუღია სამშენებლო ობიექტის შეჩერებასთან დაკავშირებით. 


"რეკომენდაცია გათვალისწინებული გვაქვს, ჩვენ დავხურეთ მოლი, ასევე სასტუმრო. რაც შეეხება მშენებლობას, გიდასტურებთ, მშენებლობა გრძელდება, რადგან ამ მიმართულებით რეკომენდაციები არ ყოფილა. თუ იქნება, აუცილებლად გავითვალისწინებთ"- გვითხრა რაულ კახაძემ. 

მისი მტკიცებით, რეკომენდაცია არ მიუღიათ, თუმცა სასადილო სივრცე ოთხად აქვთ გაყოფილი და მუშები სადილს 4 ჯგუფად მიირთმევენ.    
"მეტრო სითი ლენჯერის" ბათუმში, ეუფორიის მიმდებარედ, სასტუმრო ტიპის საცხოვრებელი სახლი აშენებს. ობიექტზე საშუალოდ 300-400 მდე ადამიანია დასაქმებული. 

საქართველოს მთავრობის რეკომენდაციით, ქვეყნის მასშტაბით ობიექტებმა, სადაც ბევრი ადამიანი იყრის თავს, ფუნქციონირება დროებით უნდა შეაჩერონ. უფრო მეტიც, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, რეკომენდაციაა მოქალაქეები მოერიდონ ქორწილებს, ქელეხებს, სავაჭრო დარბაზებს, სპა-ცენტრებსა და რესტორნებს.   
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ პანდემიის დასამარცხებლად აუცილებელია რეკომენდაციები შესრულდეს. ამბობს, რომ რეკომენდაცია შესასრულებლად სავალდებულოა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში