მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 200 ათასს გადააჭარბა

18 მარტი 2020, 16:42 2288 ნახვა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 200 ათასს გადააჭარბა.  მათგან 8 ათასი ადამიანი დაიღუპა.  გამოჯანმრთელდა 80 ათასზე მეტი. ვირუსი 157 ქვეყანაშია გავრცელებული.  დღეს ყველაზე საგანგაშო მდგომარეობა ევროპაშია.

გუშინ კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ჩერნოგორიაში გამოვლინდა, რაც იმას ნიშნავს, რომ  აღარ არსებობს ევროპული ქვეყანა, რომელსაც ეპიდემია არ შეეხო.  სულ უფრო მეტი ქვეყანა წყვეტს ავიამიმოსვლას.  ვენესუელაში შიდა ავიარეისებიც აიკრძალა.  

კორპორაცია ბოინგი ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებას ათობით მილიარდი დოლარის დახმარების თხოვნით მიმართავს. პანდემია მსოფლიო ავიამრეწველობას მრავალმილიარდიანი ზარალით ემუქრება.   თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ  ადამიანის სიცოცხლე უფრო ძვირფასია და უსაფრთხოების მკაცრი ზომების დაცვას მოითხოვენ.  

კარანტინია გამოცხადებული მთელ ევროპაში.  საბერძნეთში კარანტინის  რეჟიმის დარღვევისთვის  მკაცრი სასჯელი დააწესეს.  ასამდე ადამიანს უკვე შეეფარდა  წელიწადნახევრიანი პატიმრობა.  ვირუსული საფრთხის გამო გაეროს უშიშროების საბჭომ ყველა სხდომა გადადო.  სხდომები შესაძლოა ვიდეოფორმატში გაიმართოს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში