აჭარის უმაღლეს საბჭოში მინისტრის საათის განრიგი შეიცვალა

18 მარტი 2020, 14:10 1293 ნახვა

აჭარის უმაღლეს  საბჭოში მინისტრის საათის განრიგი შეიცვალა. აჭარის განათლების მინისტრის ანგარიშს დეპუტატები 19 მარტის ნაცვლად 16 აპრილს მოისმენენ. მიზეზი კორონავისურის  გამო  გამკაცრებული ზომებია.

დღესვე ბიუროს სხდომაზე დეპუტატებმა პოლონეთში მივლინების ანგარიში წარადგინეს. დავით გაბაიძის ინფორმაციით, მივლინებისას დაიგეგმა ექიმების გადამზადების და სტუდენტების გაცვლითი პროგრამები, რაც საზღვარზე დაწესებული შეზღუდვების გამო გადაიდო.  

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში