COVID-19 საკოორდინაციო საბჭოს სხდომა

18 მარტი 2020, 15:00 1174 ნახვა

კორონავირუსის გავრცელების უკონტროლო ზრდის შემთხვევაში შესაძლოა მოსახლეობის მასობრივი ტესტირება ჩატარდეს - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა. ე.წ. აგრესიული ტესტირების მეოთხეული გადაცემის შემდეგ მოხდება.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, შესაბამისი რესურსის გადაცემის საკითხზე მოლაპარაკებები ჩინეთისა და კორეის მთავრობებთან მიმდინარეობს. მინისტრის თქმით, თუ ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი იქნება სასწავლო პროცესი ისევ გადაიდება. მინისტრმა განმარტა, რომ კორონავირუსის მიმდინარეობა პაციენტების 80-82 პროცენტში მსუბუქად მიმდინარეობს.  

“დარჩით სახლში“ _ ესაა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მთავარი რეკომენდაცია.  რაც შეეხება, სამარშუტო ტაქსების აკრძალვის შემდეგ მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრთა ნაკადის გაზრდას, მთავრობის წევრების განცხადებით ავტობუსების დამატების შესახებაც მსჯელობენ.  

დღეს უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე ჯანდაცვის საკითხებზე იმსჯელეს, ხოლო შემდეგ უკვე ეკონომიკურ გუნდთან გაიმართა შეხვედრა. დღის განმავლობაში კიდევ რამდენიმე შეხვედრა გაიმართება სხვადასხვა თემატურ ჯგუფებთან. ზუსტად უცნობია, თუმცა საბჭო აპირებს ჟურნალისტებთანაც დისტანციური რეჟიმის ურთიერთობაზე გადავიდეს

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი