კორონავირუსი მსოფლიოში

18 მარტი 2020, 11:15 3087 ნახვა

ბოლო ერთი დღის მანძილზე, ჩინეთის ძირითად ტერიტორიაზე კორონავირუსის შიდა გავრცელების მხოლოდ 1 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 12 იმპორტირებულია. მთლიანობაში, გუშინ ჩინეთში ვირუსის 13 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ცნობისთვის, ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ სულ 80 894 ადამიანი შეადგინა, დაღუპულია 3237 ადამიანი.ჩვენს მეზობელ სომხეთში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 78-მდე გაიზარდა. თურქეთში კი გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა. 

გარდაცვლილი 89 წლის გახლდათ.  ინფიცირებულთა რაოდენობა კი 98-მდე გაიზარდა.ბოლო 24 საათში კორონავირუსით 345 ადამიანი გარდაიცვალა იტალიაში. დაინფიცირებულთა რიცხვმა კი  2989-ით მოიმატა.

ჯამში იტალიაში, კორონავირუსით ინფიცირების 31 506 შემთხვევაა გამოვლენილი. კორონავირუსის პირველი ორი შემთხვევა დადასტურდა მონტენეგროში. დღეიდან, კარანტინი ცხადდება ბელგიაში. გაზრდილია ინფიცირებულთა რაოდენობა, გერმანიაში, საფრანგეთსა და ესპანეთში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში