დაკეტილი ბაზრობა, კაფეები და სასტუმროების თანამშრომლები უფასო შვებულებაში

17 მარტი 2020, 18:04 2043 ნახვა

კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად მთავრობის რეკომენდაციებისა და შეზღუდვების ჩამონათვალი ყოველდღე იზრდება.  ბათუმში რამდენიმე სასტუმრომ და კაფე-რესტორანმა მუშაობა დროებით შეაჩერა, დაიხურა სპორტული დარბაზები და სპა ცენტრები, 1 აპრილამდე იკეტება ე.წ. ხოფის ბაზრობაც. თანამშრომლები სასტუმროების ნაწილმა უფასო შვებულებაში გაუშვა.

პრემიერი ამბობს, რომ შესაძლოა  კარანტინი გამოცხადდეს, რაც მისივე განმარტებით, საგანგებოს აუცილებლობას არ ნიშნავს. რეკომენდაციები, რომელსაც  მთავრობა გასცემს შესასრულებლად სავალდებულოა. ჯენი კვანტალიანი მოგვიყვება მსოფლიო პანდემიის გამო შეცვლილ რეალობაზე.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი