ავტოიმპორტიორებისთვის პირველ აპრილამდე შემოყვანილი ავტომობილების განბაჟების ვადა გახანგრძლივდა

17 მარტი 2020, 15:08 2474 ნახვა

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ავტოიმპორტიორების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, 2020 წლის პირველ აპრილამდე შემოყვანილი ავტომობილების განბაჟების ვადა გახანგრძლივდეს.

ფინანსთა მინისტრის ბრძანების შესაბამისად, არ გამოიყენება პასუხისმგებლობის ზომები, სანქციები იმ პირთა მიმართ, რომლებიც ვერ შეძლებენ 2020 წლის პირველ აპრილამდე შემოყვანილი ავტომობილის რეექსპორტს შემოყვანიდან 90 დღეში, თუ ამ ავტომობილის რეექსპორტი ან მის საბაჟო პროცედურებში მოქცევა მიმდინარე წლის პირველ სექტემბრამდე განხორციელდება.

შეღავათი დაახლოებით 38 ათასამდე მანქანის მფლობელს შეეხება და გადავადებული გადასახადების ოდენობა 50 მილიონ ლარს შეადგენს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში