ხვალიდან სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალება - პრემიერი

17 მარტი 2020, 12:48 24557 ნახვა

საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, უწყებათაშორისი საკოორინაციო ჯგუფის გადაწყვეტილებით, საქართველოს მასშტაბით, სამარშრუტო ტაქსებით გადაადგილება იზღუდება. 

ეპიდემიოლოგების განმარტებით, დაავადების გავრცელების ყველაზე დიდი რისკი ახლა იყო სამარშრუტო ტაქსებში. და ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება - განაცხადა გახარიამ.  

ამბობს, რომ აუცილებელია მოხდეს დაავადების გავრცელების მაქსიმალური პრევენცია, რომ ჯანდაცვის სისტემამ შეძლოს პაციენტების მიღება. ამიტომ კიდევ უფრო მკაცრდება ხელისუფლების გადაწყვეტილებები ეპიდემიასთან ბრძოლის საწინააღმდეგოდ. 

"დღეს ფაქტობრივად გადავდივართ ვირუსის გავრცელების ეტაპზე, რაც ნიშნავს, რომ რაოდენობა გაგვეზრდება. ეპიდემიის შეჩერების ეტაპიდან გადავდივართ გავრცელების ეტაპზე.

დღეს საბჭოს სხდომის ფარგლებში იქნა გადაწყვეტილება მიღებული და ხვალიდან აიკრძალება სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გავრცელების კერა, ამიტომ ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული. დარჩება ქალაქში მერიის ტრანსპორტი, ისევე როგორც მეტრო, მაგრამ მათ დაევალათ და ექნებათ ვალდებულება, ყოველდღიურად მოახდინონ ამ ტრანსპორტის დეზინფიცირება და შესაბამისად, აქ რისკების მართვა უკეთ შეგვიძლია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში