შეზღუდვა   ძალაშია- სარფის საბაჟო    მგზავრებისთვის  დროებით  დაიკეტა 

15 მარტი 2020, 17:56 5181 ნახვა

ამ წუთიდან ფიზიკური პირებისთვის სარფის საკონტროლო პუნქტი დროებით  ჩაიკეტა. გადაწყვეტილება საქართველოს  და თურქეთის მთავრობამ ერთობლივად მიიღეს. მიზეზი კოვიდ -19 ის პანდემიის  გავრცელების პრევენციაა. შეზღუდვა არ ვრცელდება  სატრანზიტო მიმოსვლაზე.

ბათუმში თურქეთის საკონსულოს ინფორმაციით, სრული დატვირთვით იმუშავებს ვალეს და კარწახის გამშვები პუნქტები. უცნობია როდემდე იქნება სარფის საზღვარი დაკეტილი ფიზიკური პირებისთვის. ვიცით რომ დღის პერიოდში მოქალაქეებს   საზღვრის კვეთის დროს პრობლემები არ შექმნიათ.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში