მოქალაქეებს 18:00 საათიდან სარფის საზღვარზე მიმოსვლა შეეზღუდებათ - თორნიკე რიჟვაძე

14 მარტი 2020, 20:30 13533 ნახვა

თურქეთ-საქართველოს შორის მოქალაქეების მიმოსვლა, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე იზღუდება. შეთანხმება საქართველოსა და თურქეთს შორის გუშინ მოხდა. 

აუცილებლობის შემთხვევაში, მოქალაქეებს საშუქლება აქვთ, სხვა სასაზღვრო პუნქტებით ისარგებლონ. 

განმარტებები მედიასთნ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ,  თორნიკე რიჟვაძემ გააკეთა:

''ხვალ, საქართველოს დროით საღამოს ექვსი საათიდან,შეიზღუდება ფიზიკური პირების მიმოსვლა სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე.

სრული დატვირთვით იმუშავებს ვალეს და კარწახის  სასაზღვრო გამშვები პუნქტებ. ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს მიეცემათ საშუალება, იმ შემთხვევაში თუ ისინი აპირებენ ქვეყანაში დაბრუნებას, საკონსულო დაწესებულებები მაქსიმალურად ჩაერთვებიან პროცესში. მიაწვდიან ინფორმაციას, ასევე, ყველა იმ ლოჯისტიკურ თუ  ტექნიკურ დახმარებას გაუწევენ, რომელიც შეიძლება დასჭირდეთ მათ.

შეფერხება მხოლოდ ფიზიკური პირების გადაადგილებას ეხება, სატვირთო გადაზიდვებთან დაკავშირებით არანაირი შეზღუდვა არ ამოქმედდება'', -  განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში