ბათუმის კლასიკური მუსიკის ფესტივალი დღეს დაიხურება

22 სექტემბერი 2016, 00:00 2800 ნახვა

ბათუმის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი დღეს დასრულდება. დასკვნითი კონცერტი ქართველი კომპოზიტორის ალექსი მაჭავარიანის ხსოვნას ეძღვნება, ღოსნიძიების ფარგლებში გაიმართება ფილმის ჩვენებაც. მაყურებლის წინაშე წარსდგება სოლისტი ლიანა გურჯია და ბათუმის მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი ვახტანგ მაჭავარიანის დირიჟორობით. ბათუმის მიუზიკფესტი 17 სექტემბერს გაიხსნა. ფესტივალის ფარგლებში, საკონცერტო პროგრამის პარალელურად, გაიმართა მასტერკლასები და იუნესკოსადმი მიძღვნილი სემინარი. დასკვნითი კონცერტი ხელოვნების ცენტრში 19 საათზე დაიწყება.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში