სადენზიფენქციო სამუშაოები კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით

13 მარტი 2020, 15:13 1277 ნახვა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ბათუმის მერიამ გააუქმა დაგეგმილი ყველა ხალხმრავალი ღონისძიება. დროებით შეწყდა წარმოდგენები  დელფინარიუმში. უწყების ინფორმაციით, სპეციალური ხსნარებით მუშავდება მუნიციპალურ ავტობუსები და მიკროავტობუსები. კომპანიები დაშვებულ რაოდენობაზე მეტი მგზავრის გადაყვანის შემთხვევაში დაჯარიმდებიან.  სპეციალური ხსნარებით დამუშავდა სათნოების სავანის შენობაც, სადაც დროებით შეიზღუდა მნახველების მიღება. სადეზინფექციო ღონისძიებები ჩატარდა საჯარო ბიბლიოთეკაში, რომელიც დროებით დაიხურა.

ქობულეთის ტრანსრეგულირების სამსახურის ინფორმაციით, მუნიციპალური ტრანსპორტის დეზინფექცია ყოველდღიურად მიმდინარეობს. უწყებაში ამბობენ, რომ მძღოლებს დაურიგდათ სპეციალური ხსნარები დეზინფექციისთვის.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში