სარფის საბაჟოზე განსაკუთრებული რეჟიმი ამოქმედებული არ არის

11 მარტი 2020, 17:54 3614 ნახვა

საქართველოში კორინავირუსის 23 შემთხვევაა რეგისტირებული, მეზობელ თურქეთში დღეს პირველი ფაქტი დაფიქსირდა. სარფის საბაჟოს გავლით თურქეთში და პირიქით ბათუმში, ყოველდღიურად ათობით მოქალაქე გადაადგილდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი დაინტერესდა რა ზომები გატარდა საბაჟო გამშვებ პუნქტზე და ხომ არ იგეგმება თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან ზომების გამკაცრება.

რამდენჯერმე გავრცელდა დაუზუსტებელი ინფორმაცია, რომ სარფის საბაჟოზე მოძრაობა შეიზღუდა. 

თურქეთის საკონსულოში გვითხრეს, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველივე შემთხვევის დადასტურების შემდეგ პრევენციული ზომები მიიღეს. ყველა მგზავრს თერმული კონტროლი უტარდება, რისკის მქონე ქვეყნებიდან, ჩინეთიდან, ირანიდან, იტალიიდან და სამხრეთ კორეიდან ჩამოსული მოქალაქეები დამატებით შემოწმებას გადიან.

საკონსულოში ამბობენ, რომ სამედიცინო ჯგუფები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ და საბაჟოზე არიან.  

27 თებერვალს ბათუმში, თურქეთის გენერალური საკონსულომ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა და დაწერა, რომ თურქეთიდან საქართველოში ტრაილერების მძღოლების შემოსვლა პირადობის მოწმობით ვეღარ მოხდება. აუცილებელია, მგზავრმა წარადგინოს პასპორტი. ამით კონტროლდება ტრაილერების მძღოლების გადაადგილება. 

თუ ტრაილერის მძღოლი, 21 დღის განმავლობაში ნამყოფია ჩინეთის, ირანის, სამხრეთ კორეასა და იტალიის ტერიტორიაზე, ის საქართველოში ვერ შემოვა. 

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში