შეთანხმება საარჩევნო სისტემაზე - ოპოზიციის სამოქმედო გეგმა

09 მარტი 2020, 18:00 1126 ნახვა

ოპოზიციონერი ლიდერების პირველი შეხვედრა მას შემდეგ, რაც მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხება შედგა ცოტა ხნის წინ დასრულდა. პარტიებმა მიიღეს ერთიანი განცხადება  დაკავებულ ოპოზიციონერებთან დაკავშირებით. მოუწოდებენ პრეზიდენტსა და სხვა შესაბამის უწყებებს, რომ გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ლეგიტიმური მექანიზმები და ხელი შეუწყონ გიგი უგულავას, გიორგი რურუას, ირაკლი ოქრუაშვილისა და ბესიკ თამლიანის გათავისუფლებას.

ოპოზიციაში განმარტავენ, რომ ხელისუფლებასთან კვლავ ვერ თანხმდებიან იმაზე, რომ აღნიშნული პირები პოლიტპატიმრები არიან, თუმცა შეთანხმდნენ იმაზე, რომ სამომავლოდ ეს საკითხები ისე გადაწყდეს, რომ მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების განცდა არ დარჩეს.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში