ლავასოღლის ოჯახის წევრები და ახლობლები აქცია თურქეთის საკონსულოსთან 

06 მარტი 2020, 18:24 2286 ნახვა

ბათუმში, თურქეთის საკონსულოსთან მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრებმა  და ახლობლებმა საპროტესტო აქცია გამართეს.  ისინი კრიმინალური ავტორიტეტის თურქეთის ციხიდან საემიგრაციო სამსახურში გადაყვანას ითხოვენ.

ოჯახის წევრები ინფორმაციით,  მინდია ლავასოღლი  მძიმე მდგომარეობაში იმყოფება და პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ოჯახის წევრებს ამბობენ, რომ შიმშილობას თვითონაც დაიწყებენ, პარალელურად დაგეგმავენ პროტესტის სხვა ფორმებსაც.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში