ბათუმში საბჭოთა სიმბოლიკის - ნამგალისა და უროს დემონტაჟს ითხოვენ

05 მარტი 2020, 15:02 1846 ნახვა

ბათუმის ავტოსადგურის ტერიტორიაზე საბჭოთა კავშირის სიმბოლიკის ნამგალისა და უროს დემონტაჟს ითხოვენ. ,,ალტერნატივის’’ წევრებს სიმბოლიკის შავი პარკებით შეფუთვა სურდათ, თუმცა სამართალდამცავებმა ამის საშუალება არ მისცეს. მათ ტერიტორიაზე კიბეც ჰქონდათ მიტანილი, რასაც სადგურის ხელმძღვანელთან სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. 

ბადრი სოლომონიძე  ამბობს, რომ სიმბოლიკის დემონტაჟის მოთხოვნით მერიასა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა ჯერ გადაწვეტილება არ მიუღიათ.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში