„მე მიყვარს ბათუმი“-ს წევრების მიმართვა ადგილობრივ ხელისუფლებას

04 მარტი 2020, 11:05 1602 ნახვა

მოძრაობა „მე მიყვარს ბათუმის“ წევრები, ბათუმის მერს და აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს მიმართავენ, აიღონ პასუხისმგებლობა და შეხვდნენ მოძრაობის  წევრებს და განმარტონ, რატომ შეუწყეს ხელი ბათუმი რივიერას  პროექტის მშენებლობას, რომელიც მათი თქმით, ქალაქს აზიანებს.

მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ მოსახლეობასთან შეხვედრის თავიდან აცილება,  ცხადყობს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება პროექტის მშენებლობას ხელს უწყობს. მერიაში ბრალდებაზე კომენტრს არ აკეთებენ, არც იმაზე საუბრობენ, რატომ არ ხვდებიან მოთხოვნების მიუხედავად მოძრაობის წევრებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი