მშენებლობის გამო ხეების გადაბელვის საკითხი ზედამხედველობის სამსახურში ვერ განიხილეს

02 მარტი 2020, 11:19 1268 ნახვა

ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე, მოსახლეობა მრავალწლოვანი ევკალიპტების მოჭრის წინააღმდეგია. საკითხი დღეს,  მერიის ზედამხედველობის სამსახურს უნდა განეხილა.  განხილვაზე ორგანიზაცია „მე მიყვარს ბათუმის“ წევრები მივიდნენ, თუმცა სხდომა იმის გამო არ შედგა, რომ სამშენებლო კომპანია არ გამოცხადდა.

ბათუმის ზედამხედველობის სამსახურში გვითხრეს, რომ საქმეზე მოკვლევა მიმდინარეობს და კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.

სამშენებლო კომპანიამ, ინასარიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსების აშენების ნებართვა მიმდინარე წელს მიიღო, რამაც მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია, ისინი პარკის გაშენებას ითხოვდნენ.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში