ახალი ამბების სამსახური უფროსის გარეშე

29 თებერვალი 2020, 18:20 1678 ნახვა

პროტესტი დუმილით და პროტესტი ახალი რედაქტორის მისამართით. საკადრო ცვლილებებს, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. ახალი ამბების ჟურნალისტები ამბობენ, რომ "აჭარის მაუწყებელში სუს-ია'' და ფირუზ ბოლქვაძეს არ მისცემენ უფლებას რეპორტაჟების  მომზადებაში ჩაერიოს.

ახალი ამბების სამსახურის უფროსის გათავისუფლების მიზეზს, სამართლებრივად დაუსაბუთებელს უწოდებს, მაუწყებლის მრჩეველი. არასამთავრობო სექტორში კი მიაჩნიათ, რომ შორენა ღლონტის გათავისუფლება, თვეების წინ დაწყებული პროცესების ნაწილია. შორენა ღლონტი, რომელიც ახალი ამბების სამსახურს 2014 წლიდან ხელმძღვანელობა, დირექტორმა გუშინ გაათავისუფლა.

მანამდე კი მის წინააღმდეგ, დისციპლინური წარმოება მიმდინარეობდა. გუშინვე გახდა ცნობილი, რომ რედაქტორად დანიშნულმა ნინო ხაჟომიამ, საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა პოსტი.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში